ჩვენი კომპანია საქართველოში ლაქ-საღებავების უძველესი მწარმოებელია. |
| ჩვენი საწარმოს ისტორია 1954 წლიდან იღებს სათავეს,
როდესაც მაშინდელმა ქუთაისის ლიტოფონის ქარხანამ საღებავების წარმოება დაიწყო. ქუთაისის ლიტოფონის ქარხნის ძირითადი საქმიანობა ქიმიური პროდუქციის წარმოება იყო. აქ იწარმოებოდა ლიტოფონი, ბარიტი, შაბიამანი, სხვადასხვა სახის ლაქ-საღებავები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქუთაისის ლიტოფონის ქარხანა სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა, რომლის ძირითადი მესაკუთრეც სახელმწიფო იყო. 2012 წლიდან შპს "ლიტოფონი 2012"-მა ახალი ბრენდი - "ევრომაქს ქოლორზი" შექმნა, რომელმაც ღირსეულად ითავა წარმოების ძველი ტრადიციების გაგრძელება. |